Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: წერილობით გავეცი პასუხები რობერტ მიულერის შეკითხვებს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მან წერილობით გასცა პასუხები სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის შეკითხვებს.

16 ნოემბერს ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრის დროს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისთვის „ძალიან იოლი“ იყო ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და ამისათვის არ დასჭირვებია ადვოკატების დახმარება. ამასთან, ტრამპს არ დაუზუსტებია, თუ როდის აპირებს პასუხების გაგზავნას მიულერისათვის, რომელიც იძიებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეს.

ჟურნალისტებთან საუბარში აშშ-ის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მიულერის მიერ დაწყებულ გამოძიებას მიიჩნევს „სამარცხვინოდ“. ტრამპი ამტკიცებს, რომ არ ყოფილა არანაირი შეთქმულება მის საარჩევნო კამპანიასა და იმ აგენტებს შორის, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ხელისუფლების სახელით მოქმედებდნენ.

რობერტ მიულერმა გამოძიების პროცესში უკვე მიაღწია იმას, რომ ბრალი აღიარეს ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში მაიკლ ფლინმა და საარჩევნო კამპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა პოლ მანაფორტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG