Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დაამარცხა სამოის გუნდი


საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ანგარიშით 27:19 სძლია სამოის ნაკრებს. მატჩი პირველ ეტაპზე სამოელების სასარგებლოდ მიმდინარეობდა, პირველ ტაიმში მათ სამი ლელო დადეს და შეასრულეს ორი გარდასახვა. ეს ტაიმი მათ სასარგებლოდ, 10:19 დასრულდა. საქართველოს ნაკრები გააქტიურდა პირველი ნახევრის ბოლოს და მეორე ტაიმში - საერთო ანგარიშით მათ სამი ლელო დადეს და ამდენივე გარდასახვა შეასრულეს. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა დაასრულა სრული უპირატესობით, ანგარიშით 17:0 დაასრულა, რაც აისახა საბოლოო შედეგზე. ეს შეხვედრა იყო “თიბისი რაგბის სერიები 2018”-ის რიგით მეორე მატჩი საქართველოს ნაკრებისათვის. შეხვედრა თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG