Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისელი პედაგოგი უარყოფს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბრალდებას მშობლებზე ზეწოლის შესახებ


ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლის პედაგოგმა ლალი გახოკიძემ უარყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგა შუშანიას განცხადება, რომ ის მოსწავლეების მშობლებს ურეკავს, სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას თხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება, რომ მათ შვილებს სკოლაში პრობლემები შეექმნება. შუშანიამ ქუთაისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საჯაროდ გამოაქვეყნა მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც მისი თქმით, სავარაუდოდ, ეკუთვნის გახოკიძეს, ამ ნომრიდან ურეკავს მშობლებს და ითხოვს ზურაბიშვილის მხარდაჭერას. გიგა შუშანიას ინფორმაციით, პედაგოგისგან ზეწოლა მოსწავლეთა მშობლებმა შეატყობინეს.

ლალი გახოკიძემ, რომელიც მე-7 საჯარო სკოლის მე-8 კლასის დამრიგებელია, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საარჩევნო პროცესებში არანაირი ფორმით არ არის ჩართული და მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა ოპოზიციის წარმომადგენელს მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. „ნამდვილად არ ვიცი, რატომ დაჭირდა, ან საიდან გაჟღერდა ჩემი სახელი და გვარი, ან ტელეფონის ნომერი საიდან იცის“ - განაცხადა ლალი გახიკიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG