Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების პირველი ტურიდან მეორემდე ამომრჩეველთა რაოდენობა 10 ათასამდე ადამიანით გაიზარდა


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877 იყო, მეორე ტურისთვის კი მათი რაოდენობა უკვე 3 528 658 გახდა - ანუ 9781 ადამიანით გაიზარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ civil.ge-ს უთხრა, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ზრდა რამდენიმე მიზეზით აიხსნება - მათ შორის სიაში იმ ადამიანების დამატებით, რომელთაც18 წელი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეუსრულდათ; საზღვარგარეთ საკონსულოებში დამატებით რეგისტრაციაგავლილი მოქალაქეებით და სიაში პირველ ტურში დაურეგისტრირებელი პირების დამატებით - ანუ ვინც პირველი ტურის შემდეგ პირველად აიღო პირადობის მოწმობა, ან აღადგინა გაუქმებული დოკუმენტი და გაიარა რეგისტრაცია. შედარებისთის - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლების რაოდენობა გაიზარდა 4 993-ით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG