Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გახსნილ ორ უბანში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა


საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურმა ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე,კერძოდ მაზარი-შარიფისა და ბაგრამის საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა,-განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სამხედროებმა, რომლებიც ავღანეთში არიან დისლოცირებულნი. ორივე სამხედრო ბაზაზე 875 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

„ზოგიერთი სამხედრო არ იმყოფებოდა უშუალოდ სამხედრო ბაზაზე. ისინი სამხედრო პოსტებზე იყვნენ. აქედან გამომდინარე, რათა თითოეულმა სამხედრომ შეძლოს ხმის მიცემა, სპეციალური ჯგუფის წევრებმა მათთან მიიტანეს გადასატანი საარჩევნო ყუთი. ამ დროისთვის ხმის მიცემა დასრულებულია და საარჩევნო ყუთი ბრუნდება ბაზაზე“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღევანდელი კენჭისყრის შედეგები 28 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ დაითვლება.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვაშაძეს ხმა მისცა ავღანეთში მყოფმა 261-მა სამხედრომ, ხოლო ზურაბიშვილს 397-მა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG