Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა საომარი მდგომარეობის რეჟიმი, 30 დღით


უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანება, რომლითაც ქვეყანაში 30 დღით საომარი მდგომარეობა ცხადდება, მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა ყირიმთან ახლოს ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ ხომალდებს და დააკავეს 23 მეზღვაური. მწვავე დისკუსიის შემდეგ, პარლამენტარები მიემხრნენ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თხოვნას 30 დღით საომარი მდგომარეობის რეჟიმის შემოღების თაობაზე. ეს ზომები მოიცავს ნაწილობრივ მობილიზაციას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და კიდევ გარკვეულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია "კონტრდაზვერვის, კონტრტერორიზმის და კონტრსაბოტაჟის რეჟიმის და საინფორმაციო უსაფრთხოების გაძლიერება". საომარი მდგომარეობა გამოცხადდება იმ ადგილებში, სადაც ყველაზე დიდია რუსეთის აგრესიის საფრთხე. პარლამენტში სულ 450 დეპუტატია, გეგმას მიემხრო 276, წინააღმდეგი იყო 30. დეპუტატებმა ასევე თქვეს, რომ უკრაინაში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება 2019 წლის 31 მარტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG