Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში მეორე ტურის წინ ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა


ქუთაისში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას 156 281 ამომრჩეველი მიიღებს. პირველი ტურის შემდეგ, ამომრჩეველთა რაოდენობა 230-ით გაიზარდა. პირველ ტურში საკუთარი არჩევანი 156 051-მა მოქალაქემ გააკეთა.

59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორისაა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც პირველი ტურის შემდეგ 18 წელი შეუსრულდათ და რომლებიც, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დარეგისტრირდნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 9 781-ით გაიზარდა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 518 877 იყო, მეორე ტურში კი მათი რიცხვი 3 528 658 ამომრჩევლამდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG