Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე: ტყუილად ნუ დადგებით საარჩევნო უბნებთან, არჩევნებს არ გაგაყალბებინებთ


გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბში აცხადებენ, რომ არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით გაყალბებისგან დაიცავს 20 000 გადამზადებული დამკვირვებელი.

ისინი ყველა ინფორმაციას დარღვევის შესახებშტაბს ონლაინ რეჟიმში მიაწვდიან. შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ მათთვის ცნობილია ყველა ის მექანიზმი, რომლითაც „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას შეეცდება. მათ შორის, მოსყიდვა თუ ყალბი პირადობების გამოყენება:

„ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, ამიტომ, ნუ შეეცდებით გაყალბებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.მისივე თქმით, მათთვის, დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებსაც შეეძლებათ - ყველა ამბავი განთავსდება ვებსაიტზე www.Dzalaertobashia.ge

გიორგი ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციას, ფაქტობრივად, პარალელური საარჩევნო კომისია აქვს მოწყობილი იმისთვის, რომ „ცესკოს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ“ გაყალბების უფლება არ მისცეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG