„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, „#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე სიაში დაფიქსირდა არასრულწლოვანი ამომრჩეველი, რომელიც დაბადებულია 2001 წლის 16 იანვარს“, მაგრამ "აღნიშნულმა პირმა ხმა მისცა არჩევნებში."
19:00-საათის მონაცემებზე დაყრდნობით, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები იტყობინებიან ასევე, რომ:
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს დაუფიქსირდა მარკირება, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ და ნაკადის მომწესრიგებელმა ხმის მიცემის უფლება მისცეს.
- საბურთალოს საარჩევნო ოლქის #85 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სიაში გარდაცვლილი შვილის სახელი აღმოაჩინა.
დაწერეთ კომენტარი