Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს


საქართველოს ჰყავს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტი ,- განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 29 ნოემბერს, ფილარმონიაში, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას.

„საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს. პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს. რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც იტყვიან, რომ პრეზიდენტის სასახლეა, ის ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არა გვაქვს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG