Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდმა შვიდეულმა“ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინული გემების შეპყრობა


„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინული სამხედრო გემებისა და მეზღვაურების შეპყრობა ანექსირებული ყირმის ნაპირზე შავ ზღვაში. კანადის, საფრანგეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იაპონიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გაუმართლებელია უკრაინული გემების წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალი გამოყენება. მინისტრები მოუწოდებენ რუსეთს, რათა გაათავისუფლოს დაპატიმრებული მეზღვაურები და უზრუნველყოდ ქერჩის ყურეში თავისუფალი ნაოსნობა. ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეული“ არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას“ .

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG