Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ჟვანია საპატრიარქოს ფონდიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს


ლაშა ჟვანია
ლაშა ჟვანია

საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას ჩაუდგება სათავეში. როგორც თავად ლაშა ჟვანიამ უთხრა ტელეკომპანია „იმედს“, სალომე ზურაბიშვილმა თხოვნით უკვე მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომ ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნოს.

„წინასწარი თანხმობა არჩეულმა პრეზიდენტმა პატრიარქისგან უკვე მიიღო. დღეს კი მე შევხვდი მის უწმინდესობას. მან მომცა ლოცვა-კურთხევა, რომ დავტოვო კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა და დავეხმარო ახლად არჩეულ პრეზიდენტს“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

2002-2003 წლებში ლაშა ჟვანია იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 2003-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2005 წელს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში. 2008-2009 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG