Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი იმუქრება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით, თუ აშშ დაბლოკავს ირანის ნავთობის ექსპორტს


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი კვლავ დაიმუქრა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით. ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სრუტეზე მოდის მსოფლიოში ნავთობით საზღვაო გზით ვაჭრობის მესამედი. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, როჰანიმ 4 დეკემბერს თქვა, რომ “თუ აშშ გადაწყვეტს ირანის ნავთობის (ექსპორტის) დაბლოკვას, შეწყდება სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორრტი“. ასევე როჰანის თქმით, აშშ ვერ შეუშლის ხელს ირანის ნედლი ნავთობის ექსპორტს. როჰანი ადრეც გამოსულა ასეთი მუქარით მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანა გაიყვანა ირანის ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო შეთანხმებიდან და გამოაცხადა, რომ მიმართავს ზომებს, რათა არ დაუშვას ირანიდან ნავთობის ექსპორტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG