Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აკრიტიკებს რუსეთის ქმედებებს, უკრაინასა და საქართველოში მისი შეჭრის ჩათვლით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი. მისი თქმით, რუსეთმა არ მიიღო დასავლური ფასეულობები - თავისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა.

ამის ნაცვლად რუსეთი ოპოზიციურ ხმებს ახშობს და შეიჭრა სუვერენულ სახელმწიფოებში, საქართველოსა და უკრაინაშიო, განაცხადა მან კონფერენციაზე, რომელიც კვლევითი ცენტრის, „გერმანიის მარშალის ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდა.

თავისი გამოსვლისას პომპეომ ახსენა ასევე რუსეთის მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ნერვული გაზის გამოყენება და საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულების დარღვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG