Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბიშვილის ადვოკატი: ველოდები მინისტერიალის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციას


ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის ელის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს და მხოლოდ ამ დოკუმენტის დედნის გაცნობის შემდეგ გააკეთებს მედიისთვის ამომწურავ კომენტარს. გიორგი ჩივიაშვილი ასევე აცხადებს, რომ მისი ინფორმაცით, ამ საკითხზე კენჭისყრა ხვალ, 5 დეკემბერს უნდა ჩატარდეს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კი ის ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, 4 დეკემბრის სხდომაზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა პირველად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების -„მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“აღსრულების საკითხი.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მინისტრთა კომიტეტისა და მისი სამდივნოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის საქართველოს მთავრობისთვის ივანე მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG