Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვა მკაცრ შეზღუდვებს დაუწესებს რუს ოლიგარქებს


ბრიტანეთის დაზვერვამ შეადგინა სია იმ რუსი ოლიგარქებისა, რომლებზეც გავრცელდება მომეტებული ზეწოლა. გაზეთ „ტელეგრაფის“ თანახმად, გაერთიანებული სამეფოს სპეცსამსახურები შეღუდვებს დაუწესებენ 6 რუს ბიზნესმენს, რომელსაც მიიჩნევენ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულებად. საუბარია ალიშერ უსმანოვზე, რომან აბრამოვიჩზე, ოლეგ დერიპასკაზე, იგორ სეჩინზე, არკადი და ბორის როტენბერგებზე. მათი ფინანსური აქტივები დაექვემდებარება დამატებით შემოწმებას. გავრცელებული ცნობით, ეს სია, რომელსაც მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, მოკავშირეებს გადაეცემათ. გასატარებელი ზომები, ლონდონის მორიგი პასუხია ინგლისის ქალაქ სოლსბერის ინციდენტზე. 4 მარტს იქ მოწამლეს ყოფილი ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG