Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირისათვის შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს ირანის რაკეტები


ევროკავშირის სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ ირანის ახალი რაკეტები შესაძლოა საფრთხეს უქადდეს ევროკავშირის ტერიტორიას. ამის შესახებ გაზეთი „ველტი“ იუწყება ევროკავშირის სადაზვერვო სტრუქტურებზე დაყრდნობით. მათი ცნობით, 2018 წელს თეირანმა განახორციელა საშუალო და მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების არანაკლებ 13 გამოცდა, რაც შარშანდელზე ორჯერ მეტია. იუწყებიან, რომ თითოეული რაკეტის სიშორე 2 ათას კილომეტრს შეადგენს, რაც საკმარისია ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში სამიზნეების გასანადგურებლად. პასუხად თეირანი აცხადებს, რომ რაკეტების გამოცდა ატარებს „თავდაცვით“ხასიათს და არ არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.

XS
SM
MD
LG