Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რივერ პლეიტმა“ მეოთხედ მოიპოვა ლიბერტადორესის თასი


ლიბერტადორესის თასს ბუენოს აირესის „რივერ პლეიტი“ დაეუფლა. 9 დეკემბერს მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ საპასუხო ფინალურ მატჩში „რივერ პლეიტმა“ პრინციპული მეტოქე - ბუენოს-აირესისვე „ბოკა ხუნიორსი“ - დამატებით დროში 3:1 დაამარცხა და თასს მეოთხედ დაეუფლა.

გუნდების პირველი ფინალი ნოემბერში „ბოკა ხუნიორსის“ არენაზე 2:2 დასრულდა. მეორე შეხვედრაში მასპინძელი „რივერ პლეიტი“ უნდა ყოფილიყო, მაგრამ შეხვედრა გულშემატკივრების გადაჭარბებული აგრესიის გამო ჩაიშალა და მალევე ორგანიზატორებმა თამაშის მადრიდში ჩატარება გადაწყვიტეს.

საპასუხო მატჩში პირველი ტაიმის მიწურულს „ბოკა ხუნიორსი“ დაწინაურდა, ბენედეტოს გოლით. 68-ე წუთზე პრატომ ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა, რომელშიც სრული სათამაშო უპირატესობა „რივერ პლეიტმა“ მოიპოვა და კინტერომ და მარტინესმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს.

წაგებულმა გუნდმა თამაში ცხრა ფეხბურთელით დაასრულა. ბარიოსი მსაჯმა გააძევა, გაგომ კი ტრავმა მიიღო და მოედანი ვადაზე ადრე დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG