Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ კაშია და კიდევ ხუთი პირი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვეს


საქართველოს პრეზიდენტმა „ჰუმანური იდეების გავრცელებისა და სამშობლოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის“ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა:

მეუფე ისაია, რეჟისორი თემურ ჩხეიძე, მომღერალი მანანა მენაბდე, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დირექტორი ქეთევან ხუციშვილი, ფილოლოგი ზურაბ კიკნაძე, მხატვარი ლევან ჭოღოშვილი, რეჟისორი გელა კანდელაკი, ფეხბურთელი გურამ კაშია.

„გვინდოდა იმ ადამიანების ღვაწლის გამოყოფა და მათთვის მადლობის თქმა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სახელით. ეს ადამიანები აქტიურად იყვნენ ჩართულლნი საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების შემცირებაში. აქტიურობდნენ განსახვავებული აზრის ადამიანის პატივისცემისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მადლობა მათ ქვენის სახელით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG