Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოს გადაწყვეტილებით ქორეპისკოპოსმა ადვოკატს ბოდიში უნდა მოუხადოს


კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, სასამართლო დავა მოუგო ქორეპისკოპოს იაკობს. რამიშვილმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ მისი პატივის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი კოპალიანმა ქორეპისკოპოს იაკობს დააკისრა ბოდიშის საჯაროდ მოხდა და სიმბოლურად 1 ლარის გადახდა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

„ქორეპისკოპოსმა იაკობმა ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო გადაცემაში, სადაც ცილი დამწამა, ვითომ, მე ვიყავი მეუფე პეტრეს მაბეზღარა, ვიყავი ჩანერგილი აგენტი გიორგი მამალაძისა და გირგვლიანის საქმეში, ასევე ინფორმაცია მიმქონდა დათა ახალაიასთან, რაც მოსამართლემ ცილისწამებად ჩათვალა და დააკისრა ქორეპისკოპოს იაკობს ყველაფრის საჯაროდ უარყოფა, ისევე როგორც საჯაროდ დამდო ბრალი და ცილი დამწამა“ - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. სასამართლოს სხდომას არ დასწრებია თავად ქორეპისკოპოსი იაკობი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG