Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: ია კერზაიას გარდაცვალებაზე პოლიტიკური სპეკულაცია ამორალურია


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალებას ადამიანური ტრაგედია უწოდა და მასზე პოლიტიკური სპეკულაცია მიუღებლად მიიჩნია. „პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახს, მის ნათესავებს, კოლეგებს. მოხდა ადამიანური ტრაგედია და ამაზე პოლიტიკური სპეკულაცია არის სრულიად მიუღებელი და მე ვიტყოდი ამორალურიც. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახს“ - ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ მოქალაქეს კითხვაზე, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ია კერზაიას გარდაცვალების გამო.

მამუკა ბახტაძემ 11 დეკემბერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ონლაინ უპასუხა მოქალაქეების შეკითხვებს. შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა ვალების განულების პროგრამის მიმდინარეობას და ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობის სამომავლო გეგმებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG