Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემპიონთა ლიგაზე რვიდან ოთხ ჯგუფში დასრულდა ჯგუფური ეტაპი


ევროპის ფეხბურთის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე - უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გაირკვა თხუთმეტი კლუბის ვინაობა, რომლებიც თასისთვის ბრძოლას მერვედფინალში გააგრძელებენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები უკვე დასრულდა რვა ჯგუფიდან ოთხში. ოთხში კი 12 დეკემბერს გაიმართება დასკვნითი ტურის თამაშები.

თავიანთ ჯგუფებში პირველი-მეორე ადგილები დაიკავეს და პლეი-ოფში გავიდნენ: „ბორუსია“, „ატლეტიკო“, „ბარსელონა“, „ტოტენჰემი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ლივერპული“, „პორტუ“ და „შალკე“. ამათ გარდა, მერვედფინალის საგზურები უკვე განაღდებული აქვთ: „ბაიერნს“, „აიაქსს“, „მანჩესტერ სიტის“, „რეალს“, „რომას“, „იუვენტუსსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“, რომლებიც ჯგუფურ ეტაპს დღეს დაასრულებენ.

პლეი-ოფის მეთექვსმეტე საგზურისთვის კი „შახტარი“ და „ლიონი“ იბრძვიან და 12 დეკემბერს ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი კიევში გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG