Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა კონგრესმენებმა ევროპას მოუწოდეს უარი თქვას რუსულ გეოპოლიტიკურ პროექტზე


"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-სთვის განკუთვნილი მილები
"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-სთვის განკუთვნილი მილები

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პროტესტი გამოთქვა გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ. ახალი მილსადენით, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით რუსეთს გერმანიასთან დააკავშირებს, ევროპა რუსულ ბუნებრივ გაზს მიიღებს უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით. ამერიკელი კონგრესმენები გაზსადენს უწოდებენ რუსეთის გეოპოლიტიკურ პროექტს, რომლის მიზანია ევროპის ენერგოუსაფრთხოების შესუსტება და ევროპის ქვეყნების ურთიერთობებში განხეთქილების შეტანა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა ეწინააღმდეგება თავად ევროკავშირის ამოცანას ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ, ევროპის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯია და არ შეესაბამება აშშ-ის ინტერესებსაც. კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ევროპის სახელმწიფოთა მთავრობებს მოუწოდებს, უარი თქვან ამ გაზსადენის მშენებლობაზე. ამერიკელი კონგრესმენები ემხრობიან პროექტის მხარდამჭერების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. რუსული მხარის მონაცემებით, 2018 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით გაყვანილია 1200 კილომეტრიანი მილსადენის 300 კილომეტრიანი მონაკვეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG