Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა


ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმოამდგენელი ჯეიმს აპატურაი 12 დეკემბერს საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ორმხრივი უსაფრთხოება და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შექმნა - ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც მათ ყურადღება გაამახვილეს პირისპირ შეხვედრისას:

“არაჩვეულებრივი შეხვედრა გვქონდა. ჩემთვის პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტად არჩეულს, სანამ ის პოსტს დაიკავებს. ჩვენ ძალიან კონკრეტული საკითხები განვიხილეთ. ეს უკავშირდება შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ბორდერიზაციის პროცესს, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ამ ქვეყანაში. ყველაზე მნიშვნელოვანი, რითიც სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო საუბარი, იყო მისი მზადყოფნა მოაწესრიგოს პოლარიზებული პოლიტიკური დისკუსიები და იმუშაოს ინკლუზიური პოლიტიკური პროცესისთვის ამ ქვეყანაში. ამას მოკავშირეები მიესალმებიან“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მათი საუბარი შეეხებოდა ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში, კიბერ უსაფრთხოებასა და რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასაც: "საუბრის შინაარსი იყო ის მუდმივი მხარდაჭერა, რითიც ჩვენ ვსარგებლობთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის გამოწვევა: ტერიტორიული მთლიანობა, კონფლიქტები, საოკუპაციო ხაზი, ჩვენი საერთო უსაფრთხოება და ამ უსაფრთხოების გაზრდა ჩვენი მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზზე; ასევე შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც მნიშვნელოვანი პრობლემაა ევროპისა და ნატოსთვის”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტად არჩეულმა ასევე დაამატა, რომ ფიცის დადების შემდეგ, მისი პირველი უცხოური ვიზიტი ბრიუსელში შედგება, იქ, სადაც ევროკავშირისა და ნატოს შტაბბინებია.

ჯეიმს აპატურაი საქართველოში 12 დეკემბერს, გვიან ღამით ჩამოვიდა. სალომე ზურაბიშვილის შტაბში მისვლამდე, ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

ჯეიმს აპატურაი საქართველოშია
please wait

No media source currently available

0:00 0:01:56 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG