Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება


დაგეგმილ აქციას მონაწილეები სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდებიან.
დაგეგმილ აქციას მონაწილეები სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდებიან.

პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, 16 დეკემბერს, თელავში, გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. აქციის მიზანს არჩევნების გაყალბებისა და სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების გაპროტესტება წარმოადგენს. წინასწარი ინფორმაციით, ინაუგურაცია 3 საათზე, ხოლო აქცია 2 საათზე დაიწყება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან, კახეთის გზატკეცილზე, შეკრებილი ხალხი ავტომობილებით, კოლონის სახით დაიძრა თელავისკენ. დაგეგმილ აქციას მონაწილეები სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდებიან. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სამეგრელოსა და გურიიდან მომავალი აქტივისტების წეროვანთან იკრიბებიან. ოპოზიციის მხარდამჭერების თქმით, არჩევნებზე გამოვლენილ სერიოზულ დარღვევებს რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ.

"ადამიანებს აქვთ ძალიან მძიმე განცდა, რომ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით, არ გვიმჩნევს ჩვენ - ამომრჩეველს, არ გვიმჩნევს ჩვენ - ოპოზიციას. ისინი აფიქსირებენ პოზიციას, თითქოს ჩვენ არ ვარსებობთ. ამ ტოტალური გაყალბების მოსყიდვის, დაშინების უამრავი გაცხადებული ფაქტი, რომელიც თვალხილული ფაქტია, საქართველოს ისტორიაში არასდროს არ გამოფენილა, არ ყოფილა და ეს ყველაფერი იწვევს ადამიანების ბუნებრივ პროტესტს და ჩვენ არ ვაპირებთ მივყვეთ ივანიშვილის დღის წესრიგს, რომ ჩვენ არ ვარსებობთ. ჩვენ ვარსებობთ და ჩვენს უკან დგას ასი ათასობით მომხრე,"- განუცხადა „რუსთავი 2“-ს ენმ-ის წევრმა, მურთაზ ზოდელავამ.

XS
SM
MD
LG