Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინაუგურაციაზე მეხუთე პრეზიდენტმა ფიცი დადო


თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ეზოში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილი შვილებთან ერთად მივიდა. საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, მომავალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო:

,,მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის".

ფიცის დადების შემდეგ, შესრულდა საქართველოს ჰიმნი. გაისროლეს ქვემეხებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG