Accessibility links

„No Child Left Behind”!


ავტორი: ანა კვიჟნაძე

ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო რეზოლუცია მდგრადი განვითარებისთვის, რომელსაც ქვეყნებმა 2030 წლისთვის უნდა მიაღწიონ. რომლის მთავარი იდეა/ მიზანი სიღარიბის აღმოფხვრა, მშვიდობა, ინკლუზია და სხვა მიზნებია. რეზოლუციაში გაწერილია სულ 17 მიზანი თავისი ამოცანებით.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით, საფუძველთ-საფუძველი ყველა სხვა დანარჩენი მიზნებისა არის ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყევეტი განათლების შესაძლებლობის შექმნა ყველასთვის.

განათლება ყველასთვის, ყველა ასაკში, მდგრადი განვითარებისთვის, სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება გარემოს დაცვა, გენდერული თანასწორობა, მშვიდობა თუ სხვა დანარჩენი მიზნები, რომელიც ასევე გაწერილია რეზოლუციაში.

ინკლუზიური და თანაბარი განათლების ხელმისაწვდომობა საშუალებას გვაძლევს განურჩევლად სქესისა, რელიგიისა, ასაკობრივი მზაობისა, ფიზიკური შეზღუდვისა ადამიანებს მივცეთ საშუალება განვითარდნენ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში.

“ინკლუზიური განათლება–თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება” (კანონი ზოგადი განათლების შესახებ).

ინკლუზიური განათლებისთვის და ზოგადად განათლების ეფექტურობისთვის, „უწყვეტობისთვის“ მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ საგანმანათლებლო სივრცეში დიფერენცირებული სწავლებისმეთოდის გამოყენებას, „სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული მოსწავლის საჭიროების, სწავლის სტილის ან ინტერესების მიხედვით“ (Heacox, 2002).

ზოგადი, სასკოლო განათლების ან უმაღლესი განათლების ეტაპის დასრულება არ ნიშნავს განათლების მიღების, განვითარების დასრულებას. განათლება ეს არის მუდმივი ძიების, აღმოჩენების, ახალი იდეების, მუდმივი ცვლილებების პროცესი დროსა და სივრცეში. „განათლება-აუცილებელია სიცოცხლისათვის“(დიუი,2010) გადარჩენისათვის, გადაცემისათვის და მდგრადი განვითარებისთვის.

„საზოგადობის შემადგენელი წევრები რომ უკვდავები იყვნენ, შეიძლება ახალდაბადებული წევრებისთვის ცოდნა მაინც გადაეცათ, მაგრამ ასეთი გადაცემა პირადი ინტერესების სამსახურში უფრო იქნებოდა, ვიდრე ჯგუფის ინტერესებისა. ახლა კი ის აუცილებლობაა“ (დიუი, 2010).

თუ მოსწავლეებს სასკოლო ეტაპზე არ ჩავრთავთ უწყვეტი განათლების „ფერხულში“, თუ არ მივცემთ განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობას თუ არ დავეხმარებით გააცნობიერონ, რომ განათლება ერის განვითარების, იდენტობის შენარჩუნების, განსაზღვრისა და მდგრადი განვითარების წინაპირობაა უფრო და უფრო მეტ დაუსაქმებელ, სოციალურად შეჭირვებულ ადამიანს მივიღებთ, ლოგიკურია რომ ვერც სიღარიბეს დავძლევთ, ვერც მშვიდობიან გარემოს შევქმნით, ვერც იდენტობას შევინარჩუნებთ. არა თუ გლობალურ დონეზე არამედ ეროვნულ დონეზეც ვერ მივაღწევთ მდგარდი განვითარების ცალკეულ მიზნებს.

საქართველოს საკმაოდ მძიმე ისტორიული წარსული აქვს. ეს აისახება ჩვენს ცნობიერებაზე. საქართველო პოსტ-საბჭოთა ქვეყანაა და ეს, ჯერ კიდევ, შესამჩნევია, განსაკუთრებით ჩვენს სასკოლო განათლებაში. ამის ნათელი მაგალითია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ჩავრთეთ ყველა მოსწავლე ზოგად განათლებაში, ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენ მოსწავლეებში ვცდილობდეთ შესაძლებლობების ხაზგასმას და არა პირიქით. ამ ყველაფერს კი აფერხებს სხვადასხვა ბარიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საზოგადოების, სასკოლო თემის დამოკიდებულება სწავლა-სწავლებისადმი, განსხვავებული შესაძებლობების, უნარების მქონე ბავშვებისადმი.

ჩვენ, მდგრადი განვითარებისთვის, უნდა შევქმნათ გარემო, სადაც თითოეულ მოსწავლეს საშუალება ექნება განივითაროს უნარები, გაძლიერდეს, აღიჭურვოს იმისთვის, რომ სკოლის შემდეგ შეძლოს არსებობა იდნივიდუალურ და სოციალურ დონეზე, ამიტომ “არც ერთი ბავშვი უყურადღებოდ”„No Child Left Behind”! (ვულფოლკი, 2009).

პირები რომლებიც სასკოლო ასაკში განათლების მიღმა იყვნენ დარჩენილი ან ვერ მიიღეს სრულფასოვანი განათლება, მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიის, შფოთვისა და აგრესიისკენ, განიცდიან ემოციურ დისტრესს და უჭირთ ცხოვრებისეულ სირთულეებთან ადეკვატური გამკლავების საშუალებების გამონახვა (Willigen, M.1997)

თუ ჩვენ თითოეულ მოსწავლეს არ მივუდგებით როგორც ინდივიდს, თუ ჩვენ არ დავიწყებთ მოსწავლეებში შესაძლებლობების ხაზგასმას და ამ შესაძლებლობების საფუძველზე არ განვავითარებთ მათ, თუ ხელს არ შევუწყობთ თითოეული მოსწავლის რეალიზებას მისი შესაძლებლობის ფარგლებში და არ გავაცნობიერებთ რომ: „ადამიანები ისევე განსხვავდებიან სწავლის შესაძლებლობებით და ინტერესებით ერთმანეთისაგან, როგორც მათი დნმ-ი ან თითის ანაბეჭდები“ (UDL Guidline) ვერ აღვზრდით თავისუფალ, რეალიზებულ, შემდგარ ადამიანს. ადამიანს/ადამიანებს, რომლებიც იქნებიან წინაპირობა მდგრად განვითარებისა.

„დღეს განათლების სისტემამ მოსწავლე უნდა უზრუნველყოს იმ ცოდნით, რაც მისი ცხოვრებისთვის რელევანტურია და მას დაეხმარება დამოუკიდებელ, პასუხისმგებელ და გადაწყვეტილების მიმღებ პიროვნებად ჩამოყალიბებაში“ (UNICEF ToT Guide, 2015).

აღნიშნულს, მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც ინსტიტუციონალიზებული განათლების მეთოდების სრულად და სათანადოდ გამოყენების, სწავლების უფრო ფუნდამენტური და ხანგრძლივმოქმედი ხერხების აუცილებლობას გავიაზრებთ (დიუი, 2010).

საფუძველთ-საფუძველი მდგრადი განითარების, მშვიდობის, სოლიდარობის, ტოლერანტობის და ა.შ.არის განათლება, განათლება ყველასთვის!

გამოყენებული ლიტერატურა:

დიუი, ჯონ. დემოკრატია და განათლება. თბილისი, 2010.

ვულფოლკი, ანიტა. თბილისი, 2009.

სასწავლო აქტივობები ყველასთვის, გზამკვლევი მასწავლებლებისთის.

UNICEF ToT Guide, 2015.

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG