Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსკარის პრემიის მაძიებელთა „მოკლე სიაში“ ყაზახური ფილმი „აიკა“მოხვდა


ყაზახური წარმოების მხატვრული ფილმი, „აიკა“, 2019 წლის საუკეთესო უცხოური ფილმისთვის ოსკარის პრემიის მაძიებელთა "მოკლე სიაში" მოხვდა. აშშ-ის კინოსა და მეცნიერების აკადემიის სია გამოქვეყნდა 17 დეკემბერს. ყაზახი რეჟისორის, სერგეი დვორცევოის სურათი ეხება უმუშევარი მარტოხელა ყირგიზი დედის ცხოვრებას პოსტ-საბჭოთა მოსკოვში. კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამ ფილმში მთავარი როლის შესრულებისთვის პრიზი ერგო 33 წლის ყაზახ მსახიობს, სამალ ესლიამოვას. ოსკარის კანდიდატების "მოკლე სიაში" მოხვდნენ ასევე კოლუმბიური ფილმი „გადამფრენი ფრინველები“, დანიური „დამნაშავე“, გერმანული პროდუქცია „არასოდეს გაიხედო გვერდზე“, მექსიკური „რომა“, პოლონური „“ცივი ომი“ და სამხრეთ კორეის „წვა“.

XS
SM
MD
LG