Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CNN: სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის ბრძანება უკვე ხელმოწერილია


ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ხელმოწერილია ოფიციალური ბრძანება სირიიდან 2600 ამერიკელი სამხედროს გაყვანის წესის და ვადების შესახებ. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა CNN-ს აცნობა, რომ დოკუმენტს ხელი მოაწერა მინისტრმა ჯეიმს მეტისმა, რომელიც თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს მომავალი წლის დასაწყისში. მეტისმა გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 19 დეკემბერს პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები სირიას უახლოესი ორი თვის განმავლობაში დატოვებენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ახსნა სირიაში ექსტრემისტულ დაჯგუფებაზე „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებით.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს აშშ-ის კონგრესის და სირიაში მოქმედი საერთაშორისო კოალიციის წარმომადგენლებმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოკავშირეობა მხარდამხარ ბრძოლას ნიშნავს. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება არასაიმედო პარტნიორობად შეაფასა აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბობ კორკერმა. საერთაშორისო კოალიციამ აშშ-ის ხელმძღვანელობით, სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა 2014 წელს დაიწყო. ამასთან, კოალიცია მხარს უჭერს პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე დემოკრატიულ ოპოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG