Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანდა


ალექსანდრე ბარამიძე
ალექსანდრე ბარამიძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ შეუერთდა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ალექსანდრე ბარამიძე არის „უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტი, დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სიღრმისეულად მცოდნე და ჭეშმარიტი დამცველი.“

„როდესაც ნათელი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც გადაუხვია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზას, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ შედარებით ადრე, ხოლო სანდრო ბარამიძემ ცოტა მოგვიანებით, უარი ვთქვით ხელისუფლებაში ყოფნაზე და არადემოკრატიული ხელისუფლების ოპონირებით გადავწყვიტეთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის სამსახურში დარჩენა“ - ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ადვოკატი იყო, იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ 2013 წელს დაინიშნა. 2018 წლის ივნისში, როცა პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა და მინისტრების მოადგილეები ხელახლა დაინიშნენ, ბარამიძე თანამდებობაზე არ დაბრუნებულა. ბოლო ხანს ალექსანდრე ბარამიძე ხელისუფლებას საჯაროდ აკრიტიკებს.

XS
SM
MD
LG