Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია თიანეთში ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი


დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობა და ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა ედება ბრალად 1986 წელს დაბადებულ დ.პ.-ს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.​

შს სამინისტროს ინფორმაციით, „ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 იანვარს, დაბა თიანეთში, შურისძიების მოტივით 1990 წელს დაბადებულ ვ.ა.-სა და 1961 წელს დაბადებულ ო.შ.-ს მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ხოლო 1986 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს, განზრახ მკვლელობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა.“ ნ.ა. ამ დრომდე კლინიკაში
განაგრძობს მკურნალობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG