გრიპის სეზონი: მითები და კონსპირაციები

გრიპის სეზონი: მითები და კონსპირაციები

ყოველწლიურად, გრიპის სეზონის დაწყებასთან ერთად, ვაქცინაციაზე მითების ნაკადის ახალი ტალღა გორდება.. ჯანდაცვის სპეციალისტების და ექიმების სისტემატიური მოწოდებების მიუხედავად, მილიონობით ადამიანი გრიპის ვაქცინაზე უარს ამბობს. ზოგს აუტიზმის ეშინია, ზოგიც გრიპს სერიოზულ დაავადებად არ მიიჩნევს. წელს ქართულ ინტერნეტში რამდენიმე ახალი კონსპირაცული თეორიაც გამოჩნდა.

სათაურები ირწმუნებიან, რომ საქართველოში გრიპის ეპიდემიაა, თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, დაავადებულთა რიცხვი ეპიდემიურ ზღვარზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ეპიდემიური ზღვარი 100 ათას მოსახლეზე 450-500 შემთხვევაა, იანვრის პირველ კვირაში კი ღორის გრიპის 256 შემთხვევა დაფიქსირდა.

ყოველწლიურად მსოფლიოში 650 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება გრიპისგან. ვირუსი აავადებს ჯანმრთელ ადამიანებსაც, მაგრამ განსაკუთრებთ მათ, ვისაც მგრძნობიარე იმუნური სისტემა აქვს. დაავადებულთა უმრავლესობას რამდენიმე კვირა სჭირდება სრული გამოჯანმრთელებისთვის, თუმცა ზოგიერთის მდგომარეობა, განსაკუთრებით უყურადღებობის შემთხვევაში, შეიძლება გართულდეს და გადაიზარდოს ყურის ინფექციაში, პმევმონიაში, გულისა თუ ტვინის ანთებაში.

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის უახლესი კვლევის თანახმად, გრიპი გავრცელებულია დედამიწის 6 კონტინენტზე. კვლევის მიხედვით, საქართველოსთან ერთად გრიპის შემთხვევები გაიზარდა კანადაში, რამდენიმე არაბულ ქვეყანაში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, ცენტრალურ, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

გრიპის ვირუსი ჯერ კიდევ 1 900-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. შესაბამისად, რუსული პროპაგანდის სამიზნედ ქცეულ ლუგარის ლაბორატორიას გრიპის გავრცელებასთან საერთო არაფერი აქვს.

ფეხმძიმეებისთვის ვაქცინის გაკეთება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მათი იმუნური სისტემა ჩვეულებრივზე სუსტია. ვაქცინა უსაფრთხოა ორსულობის ყველა სტადიაზე.

ვაქცინამ, შესაძლოა, თქვენი შვილი დაბადების შემდეგ და ცხოვრების პირველ თვეებშიც დაიცვას.

გრიპი გამოწვეულია ვირუსებით, ანტიბიოტიკები კი მხოლოდ ბაქტერიებს უმკლავდებიან.

ანტივირუსული საშუალებები, რომლებიც შესაძლოა ექიმმა გამოგიწეროთ, გრიპს არ კურნავს, თუმცა ასე ნაკლები შანსია, რომ გარშემომყოფები დააინფიციროთ, თქვენი ავად ყოფნის დრო კი შესაძლოა შემცირდეს. ასეთი მედიკამენტია ტამიფლუ. ეფექტიანობისთვის, ანტივირუსული საშუალებების მიღება სიმპტომების გამოჩენიდან 1-2 დღის განმავლობაში უნდა დაიწყოთ.

ვაქცინებსა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებს. ზოგიერთი ადამიანის შიში, რომ ვაქცინები ბავშვებში აუტისტური სპექტრის აშლილობას (ASD) იწვევას, არ დადასტურდა 2013 წელს აშშ-ის ფედერალური სააგენტოს, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევით.

გრიპის ვაქცინის უსაფრთხოება დამტკიცებულია. მკაცრი გვერდითი მოვლენები ექსტრემალურად იშვიათია. მილიონში ერთ ადამიანს შეიძლება დაემართოს გილიან-ბარეს სინდრომი (GBS), რომელიც კუნთების სისუსტესა და დამბლას იწვევს.

გრიპის ვაქცინა ყოველ წელს უნდა გაიკეთოთ. ვირუსები, რომლებიც გრიპს იწვევს შესაძლოა ყოველ წელს შეიცვალოს, ამიტომ ის ვაქცინა დაგჭირდებათ, რომელიც ახალი ვირუსისთვისაა განკუთვნილი. როგორც წესი, ვაქცინა მხოლოდ მიმდინარე წლის გრიპის სეზონზე დაგიცავთ.

წყალბადის ზეჟანგის დადებითი ეფექტი სამეცნიერო კვლევებით არ დასტურდება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, თქმით, პერეკისის ეფექტი “ცალსახად არარეალურია”.

ვაქცინაცია რეკომენდებული არაა 6 თვემდე ბავშვებისთვის. მოზრდილი ჯანმრთელი ბავშვებისთვის გრიპის ვაქცინა დასაშვებია და 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებში ინექციით კეთდება, 2-17 წლის არასრულწლოვნებისთვის კი ცხვირის აეროზოლის სახით.