Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაიყვანეს სავარაუდოდ გრიპით დაავადებული 2 ბავშვი


ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი

გრიპის ვირუსის ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ორი ბავშვი. კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არცერთ მათგანს არ დასჭირდა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა.

სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში 15-დან 51-მდე გაიზარდა გრიპის ვირუსის ნიშნებით ჰოსპიტალში გადაყვანილი პაციენტების რაოდენობა. მათგან მძიმე მდგომარეობაშია ერთი მამაკაცი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბოლო ორი თვის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „ღორის გრიპით“ ორი ადამიანი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG