Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი გასაჩივრებულია


„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი გასაჩივრებულია
please wait

No media source currently available

0:00 0:15:08 0:00

აქვს თუა რა უფლება სახელმწიფოს ძალდატანებით გახადოს სოლიდარული საზოგადოება? რატომ არ არის ქვეყანაში ნდობა საპენსიო რეფორმის მიმართ და რამდენად აქვს მოსარჩელეს საკონსტიტუციო სასამართლოში გამარჯვების იმედი?

საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინა ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა“ და მოქალაქე ედუარდ მარიკაშვილის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი. გასაჩივრებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ის მუხლები, რომლებითაც მოქალაქეთათვის და მათი დამსაქმებლისთვის საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა.

ედუარდ მარიკაშვილი გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გვიამბობს საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსზე, გვახსენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში საკუთრების უფლების შესახებ წერია: „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“...გიორგი გვახარიას გადაცემის სტუმარი ამტკიცებს, რომ ეს კანონი „ქონებრივი მდგომარეობის მოქალაქეთა“ დისკრიმინაციას ახდენს. კერძოდ, საუაბრია ნორმაზე, რომლითაც სახელმწიფო, ბიუჯეტიდან საპენსიო სისტემაში მონაწილე პირების დასაბეგრი ხელფასის 2 %-ს და 1 %-ს მათ ინდივიდუალურ ანგარიშზე რიცხავს. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტიდან განხორციელებულ კონტრიბუციას უკავშირებს საპენსიო ფონდში მონაწილე პირის ყოველთვიურ შემოსავაალს და არ ითვალსწინებს მის ქონებრივ მდგომარეობას და საჭიროებებს პენსიაზე გასვლის მომენტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG