Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი არ აპირებს ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოწვევას


"დღეს ვერ ვხედავ, რა მიზეზით უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი. ამისთვის უნდა მქონდეს სერიოზული მოტივი, რასაც დღეს მე ვერ ვხედავ“, - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას, ხომ არ აპირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოიწვიოს ანა დოლიძე, რომელიც გიორგი მარგველაშვილის მიერ იყო წარდგენილი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის სამი კვირაა, რაც აკვირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშაობას და ანა დოლიძის შეცვლის ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG