Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ჯერ არ იცის, როგორი მიდგომა ექნება ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალებისადმი


საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ დრო სჭირება ნარკოპოლიტიკისა და ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების თაობაზე მიდგომის ჩამოსაყალიბებლად.

„არ მიმაჩნია, რომ ციხის სასჯელი იყოს პასუხი ამ ძალიან სერიოზულ სენზე. დიახ, ეს არის სენი ჩემი გაგებით, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ცალკეული პირებისთვისაც, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ინერტული და არ უნდა გვქონდეს პოლიტიკა. სახელმწიფოს ევალება ბევრად უფრო აქტიური პოლიტიკის გატარება, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა სფეროს, მათ შორის: რეაბილიტაცია, სპორტი, პრევენცია, ინფორმაციის მიწოდება და ა.შ.“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება შეწყალების პროცესში ლიბერალური პოლიტიკის გატარებას ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისთვის, პრეზიდენტის თქმით, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი.

„არსებული კომისია გაუქმებულია. მინდა, რომ ახლის ჩამოყალიბებამდე, განახლებული ხედვა შევიმუშაოთ. მას შემდეგ, რაც აქტიურად დავინტერესდი ამ საკითხით, შევატყვე, რომ ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საკითხია, ამიტომ ნაჩქარევად ვერ ვუპასუხებ ამ კითხვას. მინდა ბოლომდე გავერკვე. შემოსულია შეწყალების ძალიან ბევრი თხოვნა ჯერ კიდევ ძველი ადმინისტრაციის პერიოდიდან მოყოლებული. ყველაფერი შესასწავლია. გადასაწვეტია, როგორ დავაკომპლექტოთ კომისია. ვითხოვ დროს, რომ ჩამოვყალიბდე“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომლის თქმითაც, მისი წინამორბედის პოზიცია ამ საკითხზე, იყო ძალიან მარტივი:

„არ მგონია, რომ მარტივი პასუხები იყოს ის, რასაც საზოგადოება ჩემგან ელოდება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG