Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელიას ადგილს იურიდიულ კომიტეტში ანრი ოხანაშვილი დაიკავებს


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალი თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში გამართულ შეხვედრაზე.

თუმცა, მის კანდიდატურას კენჭს პარლამენტში უყრიან.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, რამდენიმე დეპუტატის გარდა, ანრი ოხანაშვილს უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

ეკა ბესელიას შემცვლელს მის ყოფილ პოსტზე მხარს არ დაუჭერს ლევან გოგიჩაიშვილი, რომლის განცხადებით, ოხანაშვილს, იმაზე მაინც უნდა ჰქონდეს ღიად პოზიცია დაფიქსირებული, თუ რას ფიქრობს ათი მოსამართლის სკანდალურ სიაზე.

ლევან გოგიჩაიშვილის აზრზეა თავად ეკა ბესელიაც, რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას ემხრობოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG