Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ნიქოზთან დააკავეს სასულიერო პირი


საოკოპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი). როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, დაკავების ფაქტს ადასტურებს ეპარქიის საქმეთა მმართველი თეა ხორგუაშვილი სასულიერო პირის დაკავებას ადასტურებს. დაკავებული სასულიერო პირი მოთავსებულია ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში.

მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG