Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არა ფობიას" - ვიტალი საფაროვის მკვლელობა იყო ჯგუფური დანაშაული


პლატფორმა "არა ფობიას" პროკურატურისგან უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს, რადგან თვლის, რომ ეს არა ერთი პირის მიერ, არამედ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული იყო. განცხადების ხელმომწერი ერთ-ერთი ორგანიზაციის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ქობესაშვილი განმარტავს პლატფორმის პოზიციას. ცოტათი ადრე უფლებადამცველების აქტიურობის შედეგი იყო ის, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა სიძულვილის მოტივის დამატებით. 25 წლის ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში მოკლეს. საქმეზე დაკავებულია ორი პირი, რომელთაგან ერთს მკვლელობაში, მეორეს კი დანაშაულის დაფარვაში ედება ბრალი. ადვოკატების თქმით, ეს უკანასკნელიც მონაწილეობდა მკვლელობაში და ეს ყველაფერი ასახულია ვიდეოჩანაწერებში. ამასვე ადასტურებენ მოწმეები. ეკა ქობესაშვილის თქმით, ჯერ კიდევ არ არის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნები.

XS
SM
MD
LG