Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ ექსტრემიზმში დამნაშავედ ცნო დანიის მოქალაქე


რუსეთის სასამართლომ დანიელი პირი, დენის კრისტენსენი, იეჰოვას მოწმე, დამნაშავედ ცნო აკრძალული ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრობაში. ქალაქ ორიოლის რეგიონულმა სასამართლომ კრისტენსენს ექვსი წლით მიუსაჯა პატიმრობა.

კრისტენსენი ორიოლში 2017 წლის მაისში დააპატიმრეს, ერთ თვეში მას შემდეგ, რაც რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს რელიგიური ჯგუფი უნდა დაიხუროს და მას აღარ აქვს მოქმედების უფლება ქვეყანაში. კრისტენსენი იყო პირველი იეჰოვას მოწმე, რომელიც რუსეთში ამ აკრძალვის შემოღების შემდეგ დააკავეს. მას შემდეგ დააპატიმრეს კიდევ ათობით პირი და მათაც ანალოგიური ბრალდება აქვთ წაყენებული.

გამომძიებლებმა სასამართლოს უთხრეს, რომ კრისტენსენი ორიოლში უვლიდა ჯგუფის ქონებას, დაფინანსების მოზიდვის მიზნით აწყობდა შეხვედრებს და არიგებდა რელიგიურ ლიტერატურას ახალი წევრების მოზიდვის მიზნით.

იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი აცხადებს, რომ რუსეთში 170,000-მდე მიმდევარი ჰყავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG