Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან გაიზრდება პედაგოგების ანაზღაურება


მიხეილ ბატიაშვილი

მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურების ზრდა მოხდება.“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია - სკოლების გაძლიერება - ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა, სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის პირველი ეტაპის ღონისძიებებზე საუბრისას. მისი თქმით, პედაგოგი ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდეს ბიუროკრატიულ საკითხებზე და შემოქმედებით მიდგომებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერ პედაგოგს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩააბაროს გამოცდა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

საქართველოს პარლამენტი განათლების მინისტრს უსმენს. პარლამენტის დეპუტატების წინაშე იგი უკვე წარდგა საანგარიშო მოხსენებით, რომლის ძირითადი თემა სამინისტროს მიერ მომზადებული რეფორმის სტატუსის გაცნობა იყო. მინისტრის განმარტებით, რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი ხაზი განათლების მთელი სისტემის რეფორმაა.

ამ წუთებში მიხეილ ბატიაშვილს დეპუტატები განათლების რეფორმის პროექტზე შეკითხვებს უსვამენ. შეკითხვებს მინისტრის პასუხები მოჰყვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG