Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამბავი გილგამეშისა


ამბავი გილგამეშისა
please wait

No media source currently available

0:00 0:48:09 0:00
გადმოწერა

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli (წიგნებსაც თავისი ბედი აქვთ) გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის უძველეს ძეგლზე, „გილგამეშის ეპოსზე“.

გილგამეში, უფრო ადრინდელი დაწერილობით „ბილგამეში“, ურუქის მეფე, შუმერისა და მთელი შუამდინარეთის უძველესი გმირია, რომელიც ისტორიულად არსებობდა დაახლ. ძვ.წ. 28-ე საუკუნეში. მის შესახებ ჯერ შუმერებმა შექმნეს ერთმანეთთან სიუჟეტურად დაუკავშირებელი ნარატივები, ხოლო შემდგომში აქადურ ენაზე ჩამოყალიბდა მისი ერთ მთლიან პოემად შეკრული ეპოსი. შუმერული და ასირიული ლიტერატურის ეს უდიდესი და უმდიდრესი ძეგლი დროთა განმავლობაში დაიკარგა, მაგრამ XIX საუკუნეში აშურბანიპალის ბიბლიოთეკის აღმოჩენის შემდეგ გამოვლინდა თიხის ფირფიტა, რომელზეც წარღვნის ეპიზოდი იყო აღწერილი. ბრიტანეთის მუზეუმის ახალგაზრდა თვითნასწავლმა მეცნიერმა ჯორჯ სმიტმა ამ ფირფიტის თაობაზე და ბიბლიასთან მის კავშირზე მოხსენება წაიკითხა. სენსაცია იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ „დეილი ტელეგრაფმა“ 1000 ფუნტი გამოყო ამ ისტორიის საწყისი და საბოლოო ფირფიტების გამოსავლენად. ასე აღმოჩნდა 12
XS
SM
MD
LG