Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: გავაგრძელებთ კონსულტაციებს ახალი პოლიტიკური პლატფორმის შესაქმნელად 


"დაველოდები ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებებს და ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა", - განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე.

„ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე ვრჩები პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, დაველოდები როგორი იქნება შემდეგი გადაწყვეტილება ჩემი კოლეგების, რომელთაც აქვთ პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც ახლა ხდება საკანონმდებლო ორგანოში და მმართველი პარტიის შიგნით. დაველოდები მათ გადაწყვეტილებებს, რომელთაც ისინი მიიღებენ უახლოეს დღეებში. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება ალბათ, უახლოეს მომავალში".

ეკა ბესელიამ მმართველი გუნდის დატოვების შესახებ განცხადება 22 თებერვალს გააკეთა.

ის და მისი თანამოაზრეები "ხალხთან ურთიერთობის ახალი პროცესის დაწყებას გეგმავენ.

"გავაკეთებთ ყველაფერს და გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რაც საჭირო იქნება ამ მიზნის მისაღწევად. არ გამოვრიცხავ არც ერთ პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რაც სამართლებრივად გამართულია, რათა ამ ბრძოლას ჰქონდეს ორგანიზებული, ერთიანი, ერთობის მატარებელი ფორმები,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG