Accessibility links

site logo site logo

მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნებია


მოლდავეთში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც შესაძლოა გადაწყვიტოს ქვეყანა მოსკოვს დაუახლოვდება თუ ევროკავშირისკენ წავა.

გამოკითხვების თანახმად, ყველაზე მეტ ხმას წაიღებს სოციალისტური პარტია, რომელსაც იგორ დოდონი ხელმძღვანელობდა გაპრეზიდენტებამდე. მაგრამ, როგორც ჩანს, პრომოსკოვური ორიენტაციის სოციალისტებს არ აქვთ საკმარისი მხარდაჭერა საიმისოდ, რომ პარლამენტში პირდაპირ მოიპოვონ უმრავლესობა. სოციალისტების მეტოქეა ევროკავშირის მომხრე ოპოზიციური კოალიცია ACUM-ი და მმართველი კოალიციის მთავარი წევრი, დემოკრატიული პარტია, რომელიც გამოდის რუსეთსა და დასავლეთს შორის დაბალანსებული პოზიციის დაკავების მოწოდებით.

არჩევნების ფონია საარჩევნო კამპანია, რომლის ფარგლებშიც იყო ცნობები ACUM-ის ორი წევრის მოწამვლის შესახებ. ფეისბუკიდან წაიშალა ყალბი ანგარიშები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ყალბ ცნობებს ავრცელებდნენ და მიზნად ისახავდნენ ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG