Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში მეთორმეტე შაბათია გრძელდება პრეზიდენტის საწინააღმდეგო გამოსვლები


ბელგრადში მეთორმეტე შაბათია ათასობით მოქალაქე მონაწილეობს პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის საწინააღმდეგო აქციაში.

დემონსტრანტები ყოველ შაბათს თავს იყრიან ბელგრადის ცენტრალურ მოედანზე და მიემართებიან სერბიის სახელმწიფო ტელევიზიის შენობისკენ. ისინი სკანდირებენ ლოზუნგებს, რომლებითაც აპროტესტებენ ვუჩიჩის მიერ სახელმწიფო მედიაზე დამყარებულ კონტროლს და გამოდიან არჩევნების გამართვის მოწოდებებით.

ვუჩიჩმა დეკემბერში განაცხადა, რომ არც ერთ მოთხოვნას არ დანებდება, მაშინაც კი, თუკი ქუჩებში 5 მილიონი დემონსტრანტი გავა. საპროტესტო აქციების ორგანიზატორები ჯერჯერობით უარს აცხადებენ რომელიმე პოლიტიკური ბლოკის ხელმძღვანელობით მოქმედებაზე.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG