Accessibility links

site logo site logo

რუსეთში გაიმართა ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები


რუსეთის ქალაქებში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა კრემლის კრიტიკოსის და ყოფილი ვიცე-პრემიერის, 2015 წელს მოკლული ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ მსვლელობებში.

მოსკოვში გამართული აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერი წარწერით "რუსეთი არამზადებს ჩავუგდეთ ხელში. დროა ის დავუბრუნოთ". აქციები კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა, ნემცოვის მკვლელობის მეოთხე წლისთავის წინ. მის მკვლელობას მოჰყვა საერთაშორისო დაგმობა და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რაოდენ სახიფათოა კრემლთან დაპირისპირება რუსებისთვის.

დამოუკიდებელი ორგანიზაციების მონაცემებით, კრემლთან ახლოს გამართულ მსვლელობაში 10600-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. "საქმე ქვეყნის მომავალს ეხება, რომელსაც ხალხს პუტინი ართმევს" - უთხრა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა სააგენტო "ფრანს-პრესს". დემონსტრაციის შემდეგ აქციის ბევრი მონაწილე მივიდა კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე, სადაც ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. სანკტ-პერეტბურგში გამართულ აქციაში 2000-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა.

ნემცოვი პრეზიდენტ ბორის ელცინის დროს იყო ვიცე-პრემიერი. ის მწვავედ აკრიტიკებდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ცდილობდა სიცოცხლისუნარიანი ოპოზიციური მოძრაობის შექმნას. ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით.

კიროვის და ვლადივოსტოკის ადმინისტრაციებმა არ გასცეს ამგვარი აქციის გამართვის ნებართვა. მოსკოვში გაიცა ნებართვა მაქსიმუმ 30 000 ადამიანის მონაწილეობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG