Accessibility links

site logo site logo

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესტონეთის ნაკრებთან დამარცხდა


საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა წაგებით დაასრულა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში შესუსტებული შემადგენლობით დაუპირისპირდა ესტონეთს და დამარცხდა ანგარიშით 77:84.

მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 22 ქულით და 15 მოხსნით. დუდა სანაძემ 21 ქულა ჩააგდო, თად მაკფადენმა - 20. ნაკრების სხვა მოთამაშეებმა კი ერთად მხოლოდ 14 ქულა მოაგროვეს.

საქართველომ ექვსგუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG