Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის მერიის დაკავებული მაღალჩინოსნის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა


ზუგდიდში აქცია გაიმართა მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიას პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.

მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის მხარდამჭერებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს ავტომობილებით, რომლებსაც ჰქონდა წარწერა: „თავისუფლება თენგოს," შემდეგ კი მერიის შენობასთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქობალიას გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა და ის პატიმრობაში დარჩა.

ქიბალიას მხარდამჭერთა შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უსაფუძვლოა არგუმენტი, რომ თენგიზ ქობალია გამოძიებას ხელს შეუშლის, ან მიიმალება, რადგან ბრალდებული გამოძიებასთან თავიდანვე თანამშრომლობდა.

თენგიზ ქობალიას მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მოთხოვნის შესრულებამდე აქციებს პერიოდულად გამართავენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თენგიზ ქობალია 2018 წლის 24 დეკემბერს დააკავა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

ამას წინ უძღოდა ქრთამის აღების ბრალდებით ზუგდიდის ყოფილი მერისა და ვიცე-მერის, ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავება. სწორედ მათ საქმეს უკავშირდება თენგიზ ქობალიას დაკავება. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG