Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება


დაით კირკიტაძე
დაით კირკიტაძე

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე.

მოსამართლემ, ნუნუ ნემსიწვერიძემ მიიჩნია, რომ სათანადოდ არ იყო მომზადებული დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის შესახებ.

ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა სასამართლოს წარუდგინა 15 ათასამდე მოქალაქის და პარლამენტის 27 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი თავდების წერილები. მოსამართლის განცხადებით, თავდები უშუალოდ არ იყო წარმოდგენილი და შესაბამისი განმარტება არ გაუკეთებია.

საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს, დავით კირკიტაძეს ბრალად ედება 2018 წლის 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმა და სხვისი ქონების დაზიანება. მსგავსი დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ კირკიტაძეს მიიჩნევს ივანიშვილის პირად, პოლიტიკურ პატიმრად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG