Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინორეჟისორი გიორგი დანელია საავადმყოფოში მოათავსეს


საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინორეჟისორი, გიორგი დანელია საავადმყოფოში მოათავსეს პნევმონიის დიაგნოზით.

ექიმების გადაწყვეტილებით, გიორგი დანელია სამედიცინო კომაში გადაიყვანეს.

88 წლის კინორეჟისორის ცოლმა, გალინა იურკოვა-დანელიამ განაცხადა, რომ მისი ქმარი საავადმყოფოში 23 თებერვალს მოათავსეს.

გიორგი დანელის ცნობილ ნამუშევართა რიცხვშია კინოფილმები „დავსეირნობ მოსკოვის ქუჩებში“, „აფონია“, „მიმინო“, „შემოდგომის მარათონი“ და სხვა.

1979 წელს „შემოდგომის მარათონმა“ სან სებასტიანის კინოფესტივალზე, ესპანეთში, ასევე ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე, უმაღლესი პრიზები მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG